fbpx
პოლიტიკა

რუსეთის საელჩო ათენში: “საბერძნეთი აქ მცხოვრებ რუსებს ბანკის ანგარიშებს უყინავს, გაფრთხილების გარეშე”

რუსეთის საელჩო ათენში ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში მცხოვრებ რუსებს სახელმწიფო საბანკო ანგარიშებს უყინავს, თანაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

“ძალიან შეშფოთებულები ვართ საბერძნეთში მყოფი რუსების შეტყობინებებით, რომლებიც იუწყებიან, რომ საბერძნეთი მათ საბანკო ანგარიშებს უყინავს და არ უგზავნის არანაირ წერილობით შეტყობინებას ან გაფრთხილებას ამის შესახებ.

ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახებს ართმევენ მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს. ჩვენ მოვუწოდებთ საბერძნეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაერიოს ამ საქმეში, რუსების კანონით განსაზღვრული უფლებების უზრუნველსაყოფად,” წერს რუსეთის საელჩო.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა ასევე დაიწყო რუსი მილიონერების უძრავ-მოძრავი ქონების გაყინვა, რომლებიც მდებარეობს მდიდრულ გარეუბნებსა და კუნძულებზე.

onalem

ტესტ