ცვლილებები ატიკის რეგიონში: რომელ საათზე დაიკეტება სუპერმარკეტები?!
გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის რეგიონში სუპერმარკეტების მუშაობის განრიგი დღეს განსხვავებული იქნება.
როგორც განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა სოციალურ ქსელში დაწერა, ატიკის რეგიონში სუპერმარკეტები დღეს 18:00 საათზე დაიკეტება.
მინისტრი წერს, რომ იმისთვის, რომ თანამშრომლების სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება უზრუნველყოფილი იყოს, სუპერმარკეტები უნდა დაიკეტოს გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში იკეტება.
Για να προστατεύσουμε και τους καταναλωτές και τους εργαζομένους στα Super Markets της Αττικής και ώστε να μήν κινδυνεύσουν κατά την επιστροφή στην οικία τους, σήμερα θα κλείσουν στις 18:00 λόγω των εκτάκτων καιρικών συνθηκών. pic.twitter.com/crq03z5K4h
— Άδωνις Γεωργιάδης (@AdonisGeorgiadi) February 16, 2021