fbpx
საზოგადოება

ზომების მოხსნის გეგმა საბერძნეთში: როდის იღება მაღაზიები, კაფე-ბარები, სკოლები, სანაპიროები?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი, ზომების მოხსნის გეგმას მომდევნო დღეებში ოფიციალურად წარადგენს. მთავრობა მუშაობს ექსპერტებთან ერთად, რათა შემუშავდეს მიღებული აკრძალვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც იქნება უსაფრთხო, დროში გაწელილი და გათვლილი იქნება ყველა მოწყვლად ჯგუფზე.

ამ დროისთვის არსებობს გარკვეული გრაფიკი, თუ რომელი დაწესებულება რომელ რიცხვსა და თვეში იწყებს მუშაობას. წარმოგიდგენთ მას:

სილამაზის სალონები/ესთეტიკური ცენტრები – 4 მაისი

პატარა მაღაზიები – 4 მაისი

სკოლები: 11 მაისი Γ΄Λυκείου, ხოლო 25 მაისს დანარჩენი სკოლები.

რესტორნები, კაფე-ბარები, ტავერნები – 25 მაისიდან 5 ივნისამდე.

სანაპიროები – ივნისში

უნივერსიტეტები – სექტემბერში

სასტუმროები: 15 ივნისს ისინი, რომლებიც 12 თვის მანძილზე მუშაობენ, ხოლო სეზონური სასტუმროები 30 ივნისს.

onalem

ტესტ