fbpx
საბერძნეთი

ყალბი ვაქცინაცია საბერძნეთში: რეგისტრირებულია 40.000 აცრა, მოსახლეობა კი 6.000-სს უდრის

საბერძნეთში, კერძოდ, კარდიცაში, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ვაქცინაციის ყალბ სერთიფიკატებს უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ პალამას ჯანმრთელობის ცენტრში, რეგისტრაციაში გატარებულია 40.000-მდე აცრა, რეალურად კი, პალამას მოსახლეობა 6.000-სს უდრის.

ირკვევა, რომ ამ ყველაფერში გარეულია ორი პირი, ჯანმრთელობის ცენტრის ორი თანამშრომელი, რომელთაგან ერთ-ერთი ექთანია. ისინი ხალხის ΑΜΚΑ-ს ატარებდნენ სისტემაში, თითქოს აცრილები იყვნენ, თუმცა, ეს ადამიანები ვაქცინაციისთვის რეალურად ამ ცენტრში ერთხელაც არ იყვნენ მისულები. ეს ყველაფერი იყო ფიქტიური.

ამ დროისთვის დადგენილია მინიმუმ 47 ადამიანის ვინაობა, რომელმაც აღიარა, რომ აცრა რეალურად არ აქვს გაკეთებული, თუმცა, მათი მონაცემები სისტემაში აგვისტოს თვეშია გატარებული. გამოძიება არც იმას გამორიცხავს, რომ აგვისტოს თვეში გაცემული ყალბი სერთიფიკატების რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს.

მომდევნო დღეებში ჯანმრთელობის ცენტრის ექთანს აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწევს.

onalem

ტესტ