fbpx
პოზიტივი

სტავროს ნიარხოს ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად 100 მილიონ დოლარს დახარჯავს

სტავროს ნიარხოს ფონდი წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის თანხის დახარჯვას აპირებს მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. კერძოდ, ფონდის მიერ გამოიყო 100 მილიონი დოლარი, რათა სხვადასხვა გზებით მოხდეს კორონავირუსის კრიზისის მოგვარება, არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მსოფლიოში.

რა შედის გეგმაში?!

ფონდის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სამედიცინო-მეცნიერულ კვლევებს. სწორედ ამის გამოა, რომ უკვე გადაირიცხა 3.000.000 დოლარი Rockefeller-ის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში და ცდილობენ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის აღმოჩენას. ეპიდემია გლობალურია, ამიტომ ის ერჩის არა მხოლოდ ერთ ერს, ბერძნებს ან იტალიელებს, ესპანელებს ან ჩინელებს, არამედ მთელ პლანეტას.

გარდა ამისა, ფონდი, სხვადასხვა შესაბამის სააგენტოებთან თანამშრომლობით, ეხმარება ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ საკვები, ფსიქოლოგიური, სოციალური და ფინანსური დახმარება. 

მომდევნო მნიშვნელოვანი გეგმა არის ექიმებისა და ექთნების, ანუ ზოგადად სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა.

ფონდმა ჯერ კიდევ ვირუსის გავრცელებამდე გამოყო 420 მილიონი ევრო სამი ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის, სადაც იქნება როგორც გადაუდებელი მომსახურება, ისევე, დიაგნოსტიკური ცენტრი. გარდა ამისა, დიდი თანხა დაიხარჯება, გადამზადებასა და სპეციალურ ტრენინგებში, რომელთაც პერსონალი გაივლის.

ეს არის ურთულესი პერიოდი ქვეყანაში, როდესაც გამოდიან უამრავი ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც ერთიანდებიან ერთი მიზნის გარშემო – რომ ებრძოლონ პანდემიას.

onalem

ტესტ