fbpx
საბერძნეთი

შოკი საბერძნეთში: მამაკაცმა თავისი 1 წლის შვილი და ცოლი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა

გავრცელებული ინფორმაციით, საზარელი შემთხვევა კავალაში, ლეკანის ტერიტორიაზე მოხდა. ბერძენმა მამაკაცმა სანადირო იარაღით მოკლა საკუთარი 1 წლის შვილი, 31 წლის მეუღლე და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც ირკვევა, ქალი გერმანელი იყო. ცოლ-ქმარი ბოლო ორი თვის მანძილზე ცალ-ცალკე ცხოვრობდა და ბოლო პერიოდში ბავშვის მეურვეობაზე სერიოზული დავა ჰქონდათ. დაშორების ინიციატივა თავად გერმანელი ქალის იყო, სურდა საერთოდ გაეწყვიტა ქმართან ურთიერთობა, თუმცა, როგორც ჩანს, მამაკაცი იგივე აზრზე არ იყო.

დღეს დილით ის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა, ორივე თავის ფერმაში წაიყვანა (ვინაიდან მესაქონლე იყო) და სანადირო თოფიადნ ესროლა, მათი მკვლელობის შემდეგ კი, თავი მოიკლა.

არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა და ტრაგედიას წინ ოჯახური კონფლიქტები ედგა.

onalem

ტესტ