fbpx
საზოგადოება

საგანგაშო მდგომაროება თესალონიკში – პილოტი აეროპორტში იძულებით დაეშვა

გაუარესებული ამინდის გამო, რომელიც საბერძნეთს გუშინ საღამოდან დაატყდა თავს, რამდენიმე რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი. ბერძნული მედია იუწყება, რომ თესალონიკში, მაკედონიის აეროპორტში თვითმფრინავის ეკიპაჟმა უკან მობრუნების უფლება ითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს თესალონიკი-ხიოსის რეისი უნდა შეესრულებინა, თუმცა, უამინდობის გამო, პილოტმა გზის გაგრძელება ვერ გარისკა და აფრენიდან რამდენიმე ხანში აეროპორტისგან დაშვების უფლება ითხოვა.

საბოლოოდ, თვითმფრინავი კვლავ მაკედონიის აეროპორტში სრულიად უსაფრთხოდ დაეშვა და ამ დროისთვის მგზავრები ელოდებიან, თუ როდის დაინიშნება მომდევნო რეისი, ხიოსის მიმართულებით.

 

onalem

ტესტ