fbpx
პოზიტივისაზოგადოება

საცურაო კოსტიუმებითა და ცივი ლუდებით ხელში – როგორ შეხვდნენ ბერძნები “მიდიას”

კლიმატური ფენომენი “მიდია” სამოთრაკსაც დაატყდა თავს და უხვი ნალექი გამოიწვია, თოვლის სახით.

კუნძული თეთრად შეიმოსა და მიუხედავად ძლიერი სიცივისა, ორმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ისე გამოწყობილიყვნენ, თითქოს ზაფხული ყოფილიყო.

იანის იანელოსმა და მაკის ხანოსმა თავიანთი საცურაო კოსტიუმები ჩაიცვეს, ცივი ლუდები დაიკავეს და ისევე დასხდნენ თოვლში, როგორც კუნძულის რომელიმე ზღაპრულ სანაპიროზე სხდებიან ხოლმე.

“გართობისთვის ბევრი არ არის საჭირო, საკმარისია ერთი კარგი მეგობარი,” წერენ ისინი სოციალურ ქსელში.

ფოტო ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული.

onalem

ტესტ