fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: თვითმფრინავი დაშვებისას სავალი ბილიკიდან გადავიდა და მინდორში შევარდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი კუნძულ მილოსის აეროპორტში მოხდა, სადაც Olympic Air-ის თვითმფრინავი ჩვეულ რეისს ახორციელებდა, ათენი-მილოს.

თვითმფრინავი აეროპორტში დღეს ნაშუადღევს ჩავიდა, თუმცა, დაფრენის დროს, პილოტმა კონტროლი დაკარგა, სავალი ბილიკიდან გადავიდა და ხომალდი მინდორში აღმოჩნდა.

ირკვევა, რომ ბორტზე 20 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან თითოეული უსაფრთხოდ გამოიყვანეს თვითმფრინავიდან, მაგრამ მათთვის ეს ტრამვული გამოცდილება იყო.

შემთხვევის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა, Aegean Airlines იტყობინება, რომ ხომალდის კურსის შეცვლა დაფრენისას ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

onalem

ტესტ