fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ჩვენს ყოველდღიურობაში ახალი ნომერი შემოდის, 13034 – რა დანიშნულება ექნება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 13033-ის გარდა, რომელსაც საბერძნეთში გადასაადგილებლად ვიყენებთ, ჩვენს ყოველდღიურობაში შემოდის კიდევ ერთი ნომერი, 13034, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინაციის პროცესთან.

ეს არის ნომერი, რომელზეც გავაგზავნით SMS-ს, რათა გავარკვიოთ ვაკმაყოფილებთ თუ არა პრიორიტეტულ კრიტერიუმებს და შემდგომ ვნიშნავთ ვიზიტს, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გასაკეთებლად, სპეციალურად შექმნილ კონკრეტულ სტრუქტურაში (ცენტრში).

გარდა ამისა, არსებობს მეორე გზაც, ვაქცინაციის ჩასატარებლად, როგორც 13034-ის საშუალებით, ასევე ვებ-გვერდზე, emvolio.gov.gr, საკუთარი AMKA-ს ნომრის ჩაწერის გზით.

როგორც უკვე ცნობილია, მათ, ვისაც ცენტრებში მისვლა არ შეუძლიათ, მობილური ჯგუფები სახლის პირობებში გაუკეთებენ ვაქცინას.

onalem

ტესტ