fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: არალეგალი ემიგრანტებით სავსე მანქანა ამობრუნდა – გარდაცვლილია ერთი მათგანი

ბერძნული მედია ინციდენტის შესახებ იტყობინება, რომელიც გასულ ღამეს მოხდა და მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მართავდა მცირე ზომის ფურგონს, რომელშიც ქვეყანაში არალეგალურად შემოსული ემიგრანტები ისხდნენ და მასზე ეჭვი საგზაო პოლიციამ მალევე მიიტანა.

ოფიცრების მიერ გაცემულ ბრძანებას, რომ მანქანა გაეჩერებინა, მამაკაცი არ დაემორჩილა და სიჩქარეს მოუმატა, რის შემდეგაც, დაახლოებით 200 მეტრში საჭეზე კონტროლი დაკარგა და მანქანა ამოტრიალდა.

ადგილზე მისულმა ოფიცრებმა მანქანაში მომწყვდეული 8 უცხოელი იპოვეს. თითოეული ეგვიპტის მოქალაქეა. 35 წლის მძღოლმა, რომელიც სირიის მოქალაქეა, მათგან თანხა აიღო, რათა საბერძეთში ჩამოეყვანა.

როგორც ცნობილია, დაშავებულებიდან ერთი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

onalem

ტესტ