fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: ცნობილი ოჯახის შვილს დამლაგებლის მკვლელობაში ედება ბრალი

თესალონიკში, ცნობილი ოჯახის შვილს ციხეში ჩაჯდომა ელის, მას ბრალად დამლაგებლის მკვლელობა ედება, რომელიც მის სახლში მუშაობდა.

28 წლის მამაკაცს ბრალი ედება 25 წლის შრი-ლანკელი დამლაგებლის მკვლელობაში. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს იმ სახლის აუზში, სადაც იგი მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ დამლაგებელს სხეულზე ძალადობის უამრავი კვალი აქვს, ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი სიკვდილის რეალური მიზეზის დადგენა.

25 წლის გარდაცვლილი მისმა კოლეგამ იპოვა, რომელიც ახალგაზრდა ქალის მომდევნო ცვლაში მუშაობდა.

მეორე დამლაგებელმა სასწრაფოდ შეატყობინა ეს ამბავი სახლის პატრონებს, ხოლო მათ, დაუყოვნებლივ, დარეკეს პოლიციაში.

ამის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა გამომძიებელი, რომელმაც სიკვდილის მიზეზად ასფიქსია დაასახელა. მოგვიანებით კი, პოლიციამ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ქალის სხეული აუზში იპოვეს. მას ყურების უკანა ადგილები დაჩეხილი ჰქონდა.

მკვლელობაში ბრალი 28 წლის მამაკაცს ედება, რომელიც იმ სახლის პატრონის შვილია, სადაც გარდაცვლილი მოსამსახურე მუშაობდა.

როგორც ცნობილია, იგი ბრალდებას უარყოფს. სასამართლო პროცესი მომდევნო თვეში გაიმართება.

onalem

ტესტ