fbpx
ჯანმრთელობა

მხოლოდ და მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დღეს საბერძნეთში – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული სასიხარულო ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

დღეს გარდაიცვალა 2 პაციენტი, რამაც საბერძნეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 168-მდე გაზარდა.

98 პაციენტმა გამოჯანმრთელება და რეანიმაციული განყოფილებიდან გამოსვლა შეძლო, ხოლო ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე მხოლოდ 21 ადამიანი რჩება.

სოტირის ციოდრასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსით დაინციფირების 99,7% მოდის დახურულ სივრცეებზე. ანუ ვირუსით დაინფიცირება ხდება ძირითადად დახურულ სივრცეში და არა გარეთ.

საბერძნეთი 15 ივნისიდან საზღვრებს 19 ქვეყანასთან ხსნის, ხოლო 1 ივლისიდან ყველა ქვეყანასთან მიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

onalem

ტესტ