fbpx
კრიმინალი

მიმოწერა ფეისბუქში 2018 წლის ნოემბერში თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის – ნახეთ დიალოგი

ბერძნული მედია ავრცელებს მიმოწერას, რომელიც თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის 2018 წლის ნოემბერში შედგა. ეს არის საუბარი, რომელიც მათ შორის იყო 2 წლის წინ და იოანა პაპასპირუ ვერც კი იფიქრებდა, რომ ადამიანი, რომელმაც ცხოვრება დაუნგრია, სწორედ 35 წლის ქალი იყო. ამიტომ ამბობდა გოგონა, რომ ვერ ხვდებოდა, თუ ვინ იყო თავდამსხმელი, ამიტომ ვერ ასახელებდა ეჭვმიტანილს და ამტკიცებდა, რომ მის პირად ცხოვრებაში არაფერი იყო ისეთი, რაც ასეთ შედეგებს მოიტანდა. და მიუხედავად ბევრი ეჭვისა იმის შესახებ, რომ პაპასპირუ რაღაცას მალავდა, გოგონა მართალი აღმოჩნდა. თავდამსხმელს არ ჰქონდა არანაირი რეალური მიზეზი იმისა, რომ მისთვის სახე დაემახინჯებინა.

გთავაზობთ დიალოგს, რომელიც ფეისბუქში 2018 წლის ნოემბერში პაპასპირუსა და დაკავებულს შორის შედგა და ეხებოდა მამაკაცს, რომელთანაც 35 წლის ქალს ჰქონდა ურთიერთობა:

– გამარჯობა, მე ა. ვარ. მინდა რაღაც გკითხო. ხდება რაიმე ნ. – სთან ?

იოანა: არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა და მე დავეთანხმე.

– კარგი. მინდა იცოდე, რომ მასთან ურთიერთობა მაქვს.

იოანა: კარგი. 

– რამე მოგწერა?

იოანა: ნუ ნერვიულობ, მე მას წავშლი. უბრალოდ გამიკვირდა, რომ ბევრს ათვალიერებდა.

– მადლობა, იოანა.

სულ ეს არის მათი საუბარი, რომლიდანაც ყველაფერი დაიწყო. 35 წლის ქალს, სავარაუდოდ, მაინც სჯეროდა, რომ მამაკაცს რაიმე აკავშირებდა 34 წლის იოანასთან, ან უბრალოდ შურდა, რომ მის მეორე ნახევარს ის მოეწონა. შური და ეჭვიანობა არის მთავარი საფუძვლები, რომელთა გამოც მან სასტიკი თავდასხმა განახორციელა.

onalem

ტესტ