fbpx
კრიმინალი

დადასტურდა! დაცემენტებული ცხედარი 42 წლის ემიგრანტ ქალს ეკუთვნის – პოლიცია მის პარტნიორს ეძებს

სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადასტურდა, რომ კიპარისიაში დაცემენტებული ცხედარი, რომელიც ამ სახლის პატრონებმა გათხრის შედეგად იპოვეს, 42 წლის ემიგრანტ ქალს ეკუთვნის.

მონიკა გიუსი თებერვლის შემდეგ იყო გაუჩინარებული. მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მას გარდაცვლილს იპოვიდნენ, მაგრამ რეალობამ ამ მოლოდინს გადააჭარბა.

პოლიცია ეძებს მამაკაცს, მონიკას პარტნიორს, რომელთან ერთადაც ამავე სახლში 2 წელი იცხოვრა და მათი გაუჩინარება ერთმანეთს დაემთხვა. მამაკაცი უეცრად გაქრა ამ სახლიდანაც და სამსახურიდანაც, მაშინ დაიკარგა მონიკას კვალიც.

ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ცხედარი ცემენტის ქვეშ 5-6 თვის წინ არის ჩამარხული, რაც მონიკას გაუჩინარების დროს ემთხვევა.

ქალს 3 შვილი დარჩა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ და მუშაობენ.

onalem

ტესტ