fbpx
საზოგადოება

“ერთ ადამიანთან ჰქონდა კავშირი, რომელიც მღვდლის როლს თამაშობდა” – 44 წლის ელენი ეფთიმიუს ამ დრომდე ეძებენ

აქტიურად მიმდინარეობს როდოსზე გაუჩინარებული 44 წლის ქალის ძებნის ოპერაცია, რომლის კვალიც მას შემდეგ გაქრა, რაც 16 იანვარს შვილი სკოლაში მიიყვანა და მის წამოსაყვანად აღარ დაბრუნებულა. როდესაც მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განცხადება შევიდა, რამდენიმე ხანში ოფიცრებმა მანქანა ხევში გადავარდნილი იპოვეს, თუმცა, თავად არსად ჩანდა და არც სისხლის კვალი აღინიშნებოდა.

ქალის მამა აცხადებს, რომ მას კავშირი ჰქონდა ერთ პირთან, რომელიც მღვდლის როლს თამაშობდა და ფიქრობს, რომ ეს ადამიანი რაღაც კუთხით არის ჩარეული მისი შვილის ამბავში.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი ცოლი უჩინარდება. სახლიდან ადრეც იყო წასული, მაგრამ ბრუნდებოდა ხოლმე. მობილურიც ჩართული ჰქონდა და კონტაქტზე გამოდიოდა,” ამბობს მისი მეუღლეც, თუმცა, თავს არიდებს მესამე პირთან დაკავშირებით დეტალების დასახელებას.

მედიასთან ისაუბრა იმ მონასტრის დამაარსებელბაც, რომელსაც 44 წლის ელენი ხშირად სტუმრობდა. მისი თქმით, ქალს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის, მეუღლესთან და ბევრჯერ გამოთქვა სიცოცხლის თვითმკვლელობის დასრულების სურვილი. თუმცა, ისინი ესაუბრებოდნენ და ეხმარებოდნენ, რომ ყველაფრისთვის სხვა თვალით შეეხედა.

“ნამდვილად ჰქონდა ფიქრები თვითმკვლელობაზე. ამბობდა ხოლმე, რომ წავიდოდა და ვეღარასოდეს ვნახავდით,” აცხადებს მონასტრის ხელმძღვანელი.

onalem

ტესტ