fbpx
საბერძნეთი

დღეიდან გაზრდილი ხელფასები ჩაირიცხება – მიცოტაკი აცხადებს, რომ დასაქმებულთა დასახმარებლად კიდევ მიიღებს ზომებს

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მაისის თვიდან მინიმალური ხელფასის ზღვარმა მოიმატა და დღეიდან თანამშრომელთა ანგარიშებზე გაზრდილი რაოდენობა ჩაირიცხება. დღეისთვის მინიმალური ხელფასი (დაზღვევასთან ერთად) საბერძნეთში 713 ევროა, ანუ მომატებულია 50 ევროთი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, გაავრცელა განცხადება, რომ მომავალში აუცილებლად გადაიდგმება დამატებითი ნაბიჯები თანამშრომელთა ხელშეწყობისთვის.

“დღეს ირიცხება პირველი გაზრდილი ხელფასები, 713 ევროს ოდენობით, თვეში 50 ევროს მატებით. ეს არის მინიმალური ხელფასის 10%-ით მატება, რაც წელიწადში კიდევ ერთი ხელფასია. ეს ერთი ნაბიჯია იმ ბევრი სხვა ნაბიჯიდან, რომელიც უნდა გადაიდგას მომავალში და აუცილებლად გადაიდგმება კიდეც – თანამშრომლების და ყველაზე სუსტი კატეგორიის დასახმარებლად,” აცხადებს მიცოტაკი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მინიმალური ხელფასის ოდენობა 663 ევრო იყო, მიცოტაკის გადაწყვეტილებით კი, გაიზარდა 713 ევრომდე.

onalem

ტესტ