fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ბერძენი ექიმები და ექთნები დიდი სტრესის ქვეშ: ანტირეკორდი მძიმე პაციენტების რიცხვთან დაკავშირებით

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ მდგომარეობა არ სტაბილურდება. გარდა იმისა, რომ ქვეყანა ყოველდღე 300-400 ახალ ინფიცირებულს ითვლის, იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც და ამავე დროს ფიქსირდება ანტირეკორდი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებთან დაკავშირებითაც.

როგორც ცნობილი გახდა, სამედიცინო პერსონალი განგაშის ზარს რეკს. ექიმები და ექთნები, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის ქვეშ არიან, ვინაიდან საათობით უწევთ მართვით სუნთქვაზე მყოფების მოვლა და იმ აღჭურვილობის ტარება, რომელიც სუნთქვის საშუალებასაც არ იძლევა ნორმალურად.

სამწუხაროდ, ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 100-მდე პაციენტი, როცა პანდემიის აფეთქებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მათი რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელი იყო.

მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე ატიკის რეგიონში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1.200-მდე შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ამ რეგიონში ვითარება ყველაზე კრიტიკულია.

სამედიცინო პერსონალი ითხოვს, რომ დაწესდეს პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულება.

onalem

ტესტ