fbpx
საბერძნეთი

ახალი პლატფორმა პროდუქტებზე ყველაზე დაბალი ფასების მქონე მარკეტების მოსაძებნად საბერძნეთში

ადონის გეორგიადიმ ახალი პლატფორმის შესახებ ისაუბრა, რომლის გამოყენებისკენაც მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებს. საუბარია ვებ-გვერდზე, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა უახლოეს მომავალში შეძლებს, რომ იპოვოს მარკეტი, სადაც ყველაზე იაფად არის შესაძლებელი მისთვის სასურველი პროდუქტების შეძენა.

“გამოიყენეთ, რომ მოიგოთ” – აცხადებს გეორგიადი e-katanalotis.gov.gr-ის შესახებ, რომელიც სრულყოფილ მოქმედებაში სულ მალე შევა და შესაძლებელი იქნება ქუჩის ბაზრებზე არსებული ფასების შემოწმება-შედარებაც.

მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ ძლიერი ინფლაციური ზეწოლაა და შეუძლებელია, რომ საბერძნეთმა ამ ყველაფერს თავი აარიდოს. ამასთანავე, უამინდობამ და თოვლმა დამამძიმებელი გავლენა მოახდინა ხილ-ბოსტნეულის ფასებზეც.

onalem

ტესტ