ათენის ცენტრში სასტუმრო იწვის – დაღუპულია ერთი ადამიანი
ბერძნული მედიის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ცენტრში, კერძოდ, ლიოსიონის ტერიტორიაზე, სასტუმრო იწვის.
ადგილზე მობილიზებულია 5 მანქანა და 15 მეხანძრე/მაშველი.
წინასწარი ცნობებით, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ ნომერში, მეხანძრეებმა კი, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი გამოძიება ჩატარდება.