fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: 14 წლის შვილი კოვიდით უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავდათ და მშობლები სახლში ამყოფებდნენ

14 წლის გოგონას “იპოკრატიოს” საავადმყოფოში გადასაყვანად საჭირო გახდა პროკურორის ჩარევა. ეს საბერძნეთში, კოვიდის ეპოქაში ხდება, როდესაც ისევ არსებობენ პანდემიის უარმყოფელი ადამიანები.

კერძოდ, 14 წლის მოზარდი კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული და ყოველდღე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმდებოდა. მშობლებმა ექიმი სახლში მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ძლიერი პნევმონია დაეწყო და გოგონა ვერ სუნთქავდა.

ადგილზე მისულმა ექიმმა ოჯახს უთხრა, რომ დაუყოვნებლივ საჭირო იყო მისი ჰოსპიტალიზაცია, სიტუაციის კრიტიკულობის გამო, თანაც, ეს არ იყო რჩევა, არამედ აუცილებლად განსახორციელებელი მოქმედება. მიუხედავად ამისა, დედ-მამამ მკაცრი უარი განაცხადა, შესაბამისად, საჭირო გახდა ექიმების მხრიდან დამატებითი ზომების მიღება.

გოგონა თესალონიკის “იპოკრატიოს” საავადმყოფოში პროკურორის ჩარევის შედეგად მოათავსეს, მას კვლავ მძიმე პნევმონია აქვს.

onalem

ტესტ