fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბავშვო ბაღში: ბერძენი პოლიციელის 2 წლის შვილი ლუკმისგან დაიხრჩო

პოლიციელს, რომელიც ათენის საერთაშორისო აეროპორტის საპასპორტო განყოფილებაში მუშაობს, შვილი კერძო საბავშვო ბაღში დაეღუპა. ბიჭი მხოლოდ 2.5 წლის იყო.

როგორც სამხრეთ ატიკის პოლიციის დეპარტამენტი იუწყება, მათი კოლეგის ვაჟი საჭმლის მირთმევისას დაიღუპა, ლუკმა გადასცდა და დაიხრჩო.

დადასტურებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი კერძო საბავშვო ბაღში დადიოდა.

უცნობია, თუ რით აიხსნება ფაქტი, რომ ბავშვს პირველადი დახმარება ვერავინ გაუწია.

“ჩვენ ვდგავართ ჩვენი კოლეგის გვერდით და ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ, დანაკარგის გამო. ვუსურვებთ, რომ იპოვოს ძალა, გაუმკლავდეს ამ ტკივილს. მეორეს მხრივ კი აუცილებლად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა გამოჩენილი უყურადღებობის გამო მათ, ვინც ამას იმსახურებს. ეს იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. ფაქტი მხოლოდ ერთია, რომ პატარა ანგელოზი აღარ არის,” წერს სამხრეთ ატიკის ოფიცერთა გაერთიანება.

 

onalem

ტესტ