fbpx
კრიმინალი

პოლიციის კონტროლი და სროლა ომონიაზე – დაკავებულია 37 წლის ემიგრანტი

გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზული ინციდენტი გუშინ ღამით ომონიის ცენტრში მოხდა. დაკავებულია 37 წლის მამაკაცი, ალჟირის მოქალაქე, რომელმაც პოლიციის კონტროლის დროს ალბანელი ემიგრანტი დანით დაჭრა.

კერძოდ, ოფიცრები შემოწმებას ახორციელებდნენ და ორი ალბანელი მამაკაცი გააჩერეს, სწორედ ამ დროს ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა ალჟირელი, ხელში დაჭრა და გაიქცა.

პოლიციელები, ცხადია, დაედევნნენ და ერთ-ერთმა ჰაერშიც კი გაისროლა, რათა დამნაშავეს შეშინებოდა, შემდეგ კი მისი დაკავება მოხერხდა.

 

onalem

ტესტ