fbpx
საზოგადოება

პატისიონზე მომხდარი საზარელი ავარიის ამსახველი მასალა: ორი ქალი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის

გუშინ დილას პატისიონზე მომხდარ ავარიას, რომელსაც უამრავი თვითმხილველი ჰყავს, ორი ქალის სერიოზულად დაშავება მოჰყვა, რომლიც ამ დროისთვის “ევანგელისმოს” საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. ისინი არიან 60 და 53 წლის ქალები და დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ, რიც გამოც, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

ყველაფერი დილის 09:30 საათზე მოხდა, როდესაც ალბანელი მძღოლი ქალებს დაეჯახა და ორივე მათგანი გზის მეორე მხარეს გადაისროლა, სადაც მათ კიდევ მეორე მანქანა დაეჯახა. ადგილზე პანიკა შეიქმნა და სწრაფად მობილიზდა სასწრაფო დახმარების მანქანა, დაშავებულების დასახმარებლად.

ერთ-ერთი დაშავებული 53 წლის ქალის და ამბობს, რომ ის მუდმივად ლონდონში ცხოვრობს და ათენში რამდენიმე დღით იმყოფებოდა. ქალი მძიმედ არის და არაფერი არ ახსოვს. ოჯახი ვოლოსიდან არის, საიდანაც სწრაფად ჩამოვიდნენ ნათესავები.

onalem

ტესტ