fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი უჩვეულო შემთხვევა საბერძნეთში: სპორტსმენი ქალი ცურვისას გაითიშა და გონზე ამ დრომდე ვერ მოდის

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმები შემთხვევას ახნას ამ დრომდე ვერ უძებნიან. რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს 45 წლის სპორტსმენი ქალი, რომელიც ირაკლიოში, ლინდოსის საცურაო აუზზე რუტინულ ვარჯიშს ასრულებდა და უეცრად გაითიშა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფილტვში მცირე რაოდენობის წყალი აღმოუჩინეს, თუმცა, რამ გამოიწვია ინციდენტი, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ის აუზში თავის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გონება დაკარგა და წყლიდან თავისი გუნდის წევრებმა ამოიყვანეს.

ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ექიმების მიერ კრიტიკულად შეფასდა. პარალელურად, უტარდება ყველანაირი გამოკვლევა, რათა დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია სპორტსმენის უეცარი გათიშვა.

აღსანიშნავია, რომ მის გვერდით იმყოფება სპორტის მინისტრის მოადგილე, ლეფტერის ავგენაკისი.

45 წლის სპორტსმენი ქალი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი და სიცოცხლისთვის იბრძვის.

 

 

onalem

ტესტ