fbpx
საზოგადოება

“ის არასოდეს ყოფილა ჩვენი თანამშრომელი” – NASA ელენი ანტონიადუს შესახებ

ქალს, რომელმაც პირველი ბერძნული ბარბის შექმნის იდეას ჩაუყარა საფუძველი, საკუთარი საქმიანობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. როგორც ელენი ანტონიადუ იუწყება, ის NASA-ში მუშაობდა და აღნიშნული უმსხვილესი ორგანიზაციიდან სერტიფიკატი და ჯილდო აქვს აღებული.

როგორც NASA-ს სპიკერი აცხადებს, ელენი ანტონიადუ არასოდეს ყოფილა მათი თანამშრომელი, თუმცა, არ გამოირიცხება ვერსია, რომ ის მუშაობდა გარე პროექტ პარტნიორად, ეს კი არ ეხება შიდა საქმიანობას.

გარდა ამისა, გარკვევით აღნიშნავენ, რომ მისი სტატუსი, “NASA-ს მეცნიერი”, როგორც ანტონიადუ საკუთარ თავს უწოდებს, არ არის დადასტურებული არცერთი კვალიფიციური ორგანოს მიერ.

თავად ელენი ანტონიადუ სხვადასხვა მედიის კითხვებს არ პასუხობს და ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

onalem

ტესტ