fbpx
კრიმინალი

ძარცვა მიკონოსზე მდიდრულ ვილაში – წაღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ძვირფასეულობა

პროფესიონალმა მძარცველებმა სეზონის მოახლოვებასთან ერთად მოქმედება დაიწყეს. მიკონოსზე ფრანგი ბიზნესმენი რამდენიმე დღით ჩავიდა და მისი სახლი მაშინვე ძარცვის სამიზნე გახდა. მან პოლიციაში განაცხადა, რომ დიდი რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობა მოპარეს.

აღმოჩნდა, რომ მძარცველებს ყველაფერი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი და მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ. თვალთვალისას, როდესაც დაინახეს, რომ მამაკაცმა სახლი დატოვა, მაშინვე თავს დაესხნენ. აღსანიშნავია, რომ მათ ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე მოახერხეს მდიდრული ვილის დაცარიელება.

მიკონოსის პოლიციისთვის ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ დიდ თავის ტკივილად იქცა მსგავსი დანაშაულები.

onalem

ტესტ