fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი ორმაგ ჩიხში შევიდა! დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები სექტემბერში” – ალექსის ციპრა მიცოტაკის მიმართავს

ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტი, ალექსის ციპრა საბერძნეთის მოქმედ პრემიერს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სექტემბერში დაგეგმოს ვადამდელი არჩევნები.

“როგორც ვხედავ, ბატონმა მიცოტაკიმ გადაწყვიტა, რომ მისსავე შექმნილი და დაგროვილი ჩიხებიდან არჩევნებით გაიქცეს. ბატონო პრემიერო, დასერიოზულდით, თუ ნამდვილად გსურთ პოლიტიკური კულტურისა და შერიგების ატმოსფერო შექმნათ, იფიქრეთ ეროვნულ საკითხებზე. გამოაცხადეთ ახლავე არჩევნების თარიღი სექტემბერში. ქვეყანამ შეუფერხებლად უნდა იმოძრაოს, არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე და აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა ძალამ კარგად უნდა იცოდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით განვითარებული ყველა მოვლენა. ყველა პარტია მედიის მიერ თანაბრად უნდა შუქდებოდეს, თავად პარტიები კი, კომპეტენტურები უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.

საბერძნეთი ორმაგ ჩიხში შევიდა. ერთის მხრივ, სოციალური კრიზისის პირობები ყალიბდება, ინფლაციის მატებითა და შემოსავლების კლებით, მეორეს მხრივ კი, პირველად გვაქვს ასეთი დაძაბულობა თურქეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამ მთავრობამ ვერ შეძლო ვერც ჯანმრთელობის კრიზისთან სათანადო გამკლავება და ახლა უკვე ვერც ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის,” აცხადებს ციპრა.

onalem

ტესტ