fbpx
პოზიტივი

ცნობილი ბერძნული ბისკვიტები, რომლებზეც მთელი მსოფლიო გიჟდება

“პაპადოპულოსი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებს. ის 1992 წელს ათენში დაარსდა და დღემდე დიდ პოპულარობას ინარჩუნებს თავისი უგემრიელესი ბისკვიტებით: Caprise და Gemista.

კომპანია 100%-ით ბერძნულია და ფუნქციონირებს ათენში, თესალონიკში, ვოლოსში, ინოფიტაში. ქარხნები ასევე მდებარეობს ასპროპირგოსის ტერიტორიებზეც.

“პაპადოპულოსი” ექსპორტს 40-მდე ქვეყანაში აწარმოებს და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული საბერძნეთსა და საერთაშორისო სივრცეში წარმატებული საქმიანობისთვის.

თუმცა, საიდან იწყება მათი ისტორია?!

საინტერესოა, რომ პირველი ორცხობილები პაპადოპულოსების ოჯახში 1916 წელს, კონსტანტინოპოლში მოამზადეს.  თუმცა, 1922 წელს მცირე აზიაში განვითარებული კატასტროფული მოვლენების დროს ოჯახი ათენში გადმოსახლდა და წარმოება საბერძნეთში დაიწყო.

2019 წლისთვის კომპანიას სულ მცირე 1.200 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და უამრავ პროდუქტს აწარმოებს.

“პაპადოპულოსი” ძალიან პოპულარულია ყველა ასაკის ადამიანებში და ბერძნებში უცვლელ ტრენდად იქცა.

თუმცა, კომპანია ძალიან ცნობილია საზღვარგარეთაც და Caprice-ს ვაფლებს მსოფლიოს ხუთ კონტინეტზე აგზავნის.

onalem

ტესტ