fbpx
საზოგადოება

ცნობილი ბერძენი მსახიობი, ტაკის სპირიდაკისი გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ბერძენი მსახიობი, ტაკის სპირიდაკისი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიდებულმა არტისტმა სიმსივნესთან ბრძოლაში წააგო და დიდი ტკივილი მიაყენა ოჯახსა, მეგობრებსა და კოლეგებს.

სპირიდაკისი ცნობილი გახდა უამრავ რეკლამაში მონაწილეობით, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის თეატრის როლები იყო.

ის 1958 წელს კუნძულ ეგინაზე 4 თებერვალს დაიბადა.

მონაწილეობა აქვს მიღებული 13 ფილმში, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული იყო «Ο Κήπος του Θεού». ამ ფილმმა თესალონიკის ფესტივალზე 7 ჯილდო დაიმსახურა.

onalem

ტესტ