fbpx
საზოგადოება

ბერძენ მამაკაცს ეგონა, რომ ძმა მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ტრაგედია კუნძულ კრეტაზე, რეთიმნოს მახლობელ ერთ-ერთ პატარა სოფელში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ძმებს შორის სერიოზული კამათი მოხდა, რის შედეგადაც ერთმა მეორეს დანით ჭრილობები მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები 44 და 46 წლის მამაკაცები არიან. 44 წლის ბერძენი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები დაზუსტებით აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება 46 წლის მამაკაცს, მან რამდენიმე წუთში გააცნობიერა, თუ რა გააკეთა და ეგონა, რომ ძმა მოკლა. ეს ყველაფერი ვერ აიტანა და თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.

 

onalem

ტესტ