fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენიდან თბილისის მიმართულებით ჯერჯერობით ორი ფრენაა დანიშნული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი რეისი ხვალ, 24 მარტს განხორციელდება ათენიდან თბილისის მიმართულებით (ეგეოსის ავიახაზებით), ხოლო მეორე რეისი 7 აპრილს, ასევე ათენიდან თბილისის მიმართულებით (Georgian Airways).
ასევე განხორციელდება შემდეგი ფრენები ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქებიდან Georgian Airway-ის მეშვეობით:

  • 23 მარტი –  თბილისი-ბერლინი-ბათუმი
  • 26 მარტი – თბილისი – ვენა – თბილისი
  • 31 მარტი – თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
  • 3 აპრილი – თბილისი – ვარშავა – თბილისი
  • 10 აპრილი – თბილისი – ლარნაკა – თბილისი

ათენი-თბილისის ფრენებთან დაკავშირებით: პრიორიტეტი ენიჭებათ იმ მგზავრებს, ვინც ვერ გაფრინდნენ 19, 21, 22 მარტს დანიშნულ რეისებზე, მათ შორის ბავშვებს, ასაკოვნებს, ჯანმრთლობის პრობლემების მქონეებს, ასევე მათ, ვისაც არ დაუბრუნებიათ ბილეთი უკან და სრულყოფილად აქვთ ბილეთის მონაცემები. ეგეოსის ავიახაზები თავად დაუკავშირდება ამ მგზავრებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეებიდან გამომდინარე, თვითმფრინავში მგზავრები ისხდებიან ერთმანეთისგან მოშორებით.