fbpx
საბერძნეთი

ათენი-ლამიას გზაზე პოლიციის ავტობუსის დაზიანების შედეგად 15 პატიმარი ქუჩაში აღმოჩნდა

გუშინ შუადღეს ათენი-ლამიას გზაზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციის ავტობუსით 15 საშიში პატიმარი გადმოჰყვადათ, როდესაც მანქანას ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

როგორც ცნობილია, ავტობუსს ძრავი გაუფუჭდა. პატიმრები თესალონიკის ციხიდან ათენში გადმოჰყავდათ. მაშინვე გაიცა ბრძანება, რომ ადგილზე გაეგზავნათ დამატებითი შეიარაღებული ძალები, რათა კრიმინალებს შემთხვევით არ ესარგებლათ.

პოლიცია იძულებული გახდა, რომ ისინი დიდი ძალისხმევის შედეგად მშვიდად გადაეყვანა სხვა ავტობუსში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში, ვიდრე ათენის მიმართულებით მგზავრობას გააგრძელებდნენ.

 

 

 

 

onalem

ტესტ