fbpx
კრიმინალი

ათენი: დამლაგებელი ქალი 35 ბულგარელმა 7-ჯერ გააუპატიურა – რა წარსული აქვს მას?!

ათენში, კერძოდ კი, კატო პეტრალონაში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, 50 წლის ქალი, რომელიც კორპუსს ალაგებდა, იქვე მცხოვრებმა 35 წლის ბულგარელმა მამაკაცმა სახლში ძალის გამოყენებით შეიყვანა, რამდენიმე საათით გამოკეტა და მასზე იძალადა სექსუალურად და ფიზიკურად.

ის საშინელი დაჟეჟილობებითა და ნეკნების მოტეხილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ახლა კი ირკვევა, რომ ის 7-ჯერ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი.

35 წლის ბულგარელს კრიმინალური წარსული აქვს, მას 2015 წელს ბრალად სტუდენტის გაუპატიურება ედებოდა, რისთვისაც დააკავეს კიდეც, თუმცა, ციხე მალევე დატოვა. ის მეორედ 2020 წლოს ივლისში მოხვდა ციხეში, მაგრამ კვლავ გამოვიდა და სამწუხაროდ, თითქმის 1 წლის შემდეგ მისი მსხვერპლი 50 წლის ქალბატონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მან სტუდენტი გოგონა არა მხოლოდ გააუპატიურა, არამედ მისი მოკვლაც კი სცადა, სასტიკად იძალადა მის ძაღლზეც. მიუხედავად მისი მძიმე ბრალდებებისა, როგორც ვხედავთ, გამოვიდა და წლების განმეორებით ძებნილად ცხადდება. პოლიცია მის კვალზე ჯერ ვერ გავიდა.

იმ კორპუსის მაცხოვრებლები, რომლებიც 50 წლის დამლაგებელს დაეხმარნენ, ამბობენ, რომ პოლიცია ადგილზე ძალიან გვიან მივიდა, რის გამოც, ცხადია ბულგარელი მარტივად გაიქცა.

onalem

ტესტ