fbpx
ჯანმრთელობა

ათენი: ქალმა არ იცოდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა, ალექსანდრას საავადმყოფოში იმშობიარა და ახლა 11 თანამშრომელი კარანტინშია

ათენის ალექსანდრას საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი. იმიგრანტი ქალის გამო, რომელმაც გასულ ხუთშაბათს იმშობიარა, 11 თანამშრომელი კარანტინშია მოთავსებული. მშობიარობიდან რამდენიმე დღეში ქალს ვირუსი დაუდგინდა, თუმცა, მანამდე დიაგნოზი მის ქმარს დაუსვეს. ცხადია, თავადაც იზოლაციაში არიან მოთავსებულები.

ალექსანდრას საავადმყოფოს თავდაპირველად აცნობეს, რომ ვირუსის სიმპტომების გამო ტესტი მის მეუღლეს ჩაუტარდა და დადებითი პასუხი ამოვიდა, შემდეგ შეამოწმეს ქალიც და კორონავირუსი მასაც დაუდასტურდა. როგორც გაირკვა, მასთან უშუალო კონტაქტში იყო შესული საავადმყოფოს 11 თანამშრომელი (ექიმები და ექთნები) და პროტოკოლის მიხედვით, ისინიც დაუყოვნებლივ კარანტინში მოათავსეს.

საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 ქალი და მათი ახალშობილები არიან მოთავსებულები და როგორც ირკვევა, ინფიცირებულ ქალს რამდენიმე მათგანთანაც ჰქონდა კონტაქტი. რის გამოც ისინიც იზოლაციაში დარჩებიან.

 

onalem

ტესტ