ხვალ! საბერძნეთის პრემიერი, პრეზიდენტი, სოტირის ციოდრასი და ნავპაქტოს მიტროპოლიტი ვაქცინას პირველები გაიკეთებენ
გეგმა “თავისუფლება” ხვალ მოქმედებაში შედის. საბერძნეთში ვაქცინაცია იწყება და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას ხვალვე გაიკეთებენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი, საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულო, პროფესორი, სოტირის ციოდრასი და ნავპაქტოს მიტროპოლიტი.
ამ დროისთვის საბერძნეთში შემოტანილია Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინების 9.750 დოზა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, მთავრობის წარმომადგენელთა გარდა, პირველები, ვისაც ვაქცინა გაუკეთდებათ, იქნებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთანი და მამაკაცი, რომელიც მოხუცთა მოსავლელ ცენტრში ცხოვრობს.
კერძოდ, გეგმა არის შემდეგი:
13:00 საათზე საბერძნეთში ვაქცინაციის პირველი პროცესი შედგება და ის გაუკეთდება ექთანს, ევსტათია კაბისიულის.
13:30 საათზე ვაქცინაცია ჩაუტარდება მოხუცთა ცენტრის მაცხოვრებელს, მიხალის იოვანიდისს.
14:00 საათზე ეკატერინი საკელაროპულო.
14:30 საათზე კირიაკოს მიცოტაკი.
14:45 საათზე სოტირის ციოდრასი.
აღსანიშნავია, რომ 28 დეკემბერს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას ევანგელისმოს საავადმყოფოში, 11:45 საათზე ჩაიტარებს “სირიზას” პრეზიდენტი, ალექსის ციპრასი.
ცხადია, მოგვიანებით ვაქცინის დოზები მარაგს კვლავ დაემატება.