fbpx
ემიგრაციაკრიმინალი

საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ერთადერთია, რომელმაც იტალიაში მოკლული თამარ მოდებაძე ბოლოს ნახა

ემიგრანტი ქალი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა, ადასტურებს, რომ ერთადერთი ადამიანია, რომელმაც იტალიაში მოკლული ასევე ქართველი ემიგრანტი, ცნობილი მხატვარი თამარ მოდებაძე ბოლომ ნახა.

ამ დროისთვის არსებული ვარაუდით, მკვლელობა დიდი რაოდენობით თანხის გამო მოხდა. თამარ მოდებაძის ოჯახის ინფორმაციით, ის სახლის ყიდვას და საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა. სურდა სამშობლოში საკუთარი გამოფენა გაეკეთებინა.

ქალი, რომელმაც მოდებაძე ბოლოს ნახა, აცხადებს, რომ მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და დამალვას არ აპირებს.

თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებული იყო დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.

სიცოცხლის ბოლო წლები ნეაპოლში გაატარა, სადაც აქტიურად განაგრძობდა საქმიანობას. იგი საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან მუდმივად იღებდა შეკვეთებს.

onalem

ტესტ