fbpx
ჯანმრთელობა

17 ახალი შემთხვევა საბერძნეთში – ქვეყანა წარმოუდგენელი წარმატებით მიდის

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 17 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. საერთი ჯამში ქვეყანა 2.224 დაავადებულს ითვლის, აქედან 56% მამაკაცია.

რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე 71 პაციენტია გადაყვანილი. მათი საშუალო ასაკი 67 წელია. 14 ქალია, ხოლო დანარჩენი მამაკაცი. 83.1%-ს აღენიშნება ქრონიკული დაავადებები.

ბერძენი ექიმების ძალისხმევით რეანიმაციული განყოფილებიდან 35 ადამიანი გამოვიდა და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საბერძნეთში დღეს კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 108-მდე გაზარდა.

ქვეყანა დიდი წარმატებით მიდის ვირუსთან ბრძოლაში და როგორც უკვე მრავალჯერ ითქვა, ლიდერია ევროპაში მიღებული ზომების ეფექტურობის თვალსაზრისით.

 

onalem

ტესტ