fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის გადასვლა “ახალ ეპოქაში” – 27 აპრილს კარანტინი სრულდება, მთავრობა კი ახალ გეგმაზე მუშაობს

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის სასახლეში მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და მუშაობა მონაცემების დასამუშავებლად, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა შეძლებისდაგვარად ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდება.

თანამდებობის პირები და მეცნიერთა ჯგუფი, სოტირის ციოდრასის ხელმძღვანელობით, კვირის ბოლომდე მოამზადებენ ეფექტურ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ქვეყანას, კარანტინის პირობების შემდეგ, ყოველდღიურობაში ეტაპობრივად დაბრუნებაში დაეხმარება.

როგორც ცნობილია, 27 აპრილს სრულდება გადაადგილების საყოველთაო აკრძალვა და კარანტინის პირობები იხსნება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვეულ რეჟიმში, ერთდროულად დაიწყება ყველაფრის ფუნქციონირება. ეს იქნება ერთგვარი “ახალი ეპოქა”, რომელშიც ადამიანები გარეთ გამოსვლას და ყველანაირი მომსახურების მიღებას შეძლებენ, თუმცა, აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის და პირადი ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა.

სხვადასხვა დაწესებულებების გახსნა დაგეგმილია კვირების გამოტოვებით და როგორ ირკვევა, პირველ ეტაპზე, 4 მაისს, მოსალოდნელია სილამაზის სალონებისა და პატარა მაღაზიების ამუშავება. ასევე, გაიღება ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

 

 

onalem

ტესტ