fbpx
საზოგადოება

“როცა გელაპარაკები, მე მიყურე!” – მენეღაკის დედისა და ქმრის კამათი რაფინას პორტში

Ciao-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, გასულ კვირას ელენი მენეღაკის არც თუ ისე სასიამოვნო უქმეები ჰქონდა. როგორც ცნობილია, ის და მისი მეუღლე უკვე თვეზე მეტია, რაც შაბათ-კვირას კუნძულ ანდროსზე ატარებენ, სადაც მდიდრული კერძო სახლი აქვთ.

გასულ პარასკევს ოჯახი კვლავ რაფინას პორტში აღმოჩნდა, სადაც წყვილთან ერთად მენეღაკის დედაც იყო, რომელიც საბოლოოდ მათ არ გაჰყვა. რატომ?!

როდესაც მანქანები გემზე აჰყავდათ, პანძოპულოსა და მენეღაკის დედას შორის სერიოზული კამათი მოხდა და ცნობილი ტელეწამყვანი მათ შორისაც კი ჩადგა, რომ როგორმე დაემშვიდებინა, თუმცა, ამაოდ.

ქალმა სიძეს მკაცრად უთხრა: “როცა გელაპარაკები, მე მიყურე!” ამის შემდეგ მანქანა უკან გამოაბრუნა და ათენში დაბრუნდა.

უცნობია, თუ კონკრეტულად რის გამო მოუვიდათ მათ უთანხმოება, მაგრამ, არსებული ვარაუდით, პანძოპულოს არ უნდოდა სიდედრი მათთან ერთად წასულიყო და მსგავსი საუბრის შემდეგ, მენეღაკის დედამ მართლაც უკან დაბრუნება არჩია.

onalem

ტესტ