fbpx
ემიგრაცია

ქვეყნებს შორის, საიდანაც ქართველებს აძევებენ, საბერძნეთი არ დომინირებს

2018 წლის იანვრიდან სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 5,6 ათასზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს, იუწყება შსს-ზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2018 წელს სამშობლოში სხვადასხვა მიზეზით დაახლოებით 4,6 ათასი მოქალაქე დაბრუნდა, 2019 წლის პირველ სამ თვეში – 1 ათასზე მეტი ადამიანი. დეპორტაცია ყველაზე ხშირად განხორციელდა თურქეთიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან.

ყველაზე იშვიათად კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა ყირგიზეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, კუბიდან და პორტუგალიიდან.

როგორც ვხედავთ, საბერძნეთი ამ სიაში არ არის.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით), ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ბოლო პერიოდში ისრაელმა და ევროპის 12-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში უკვე შეიყვანა, რითიც ამ ქვეყნებს თავშესაფრის მთხოვნელთათვის უარის თქმა გაუმარტივდათ.

 

onalem

ტესტ