fbpx
პოლიტიკა

ნიკოს დენდიას: “მზად არის გეგმა უკრაინიდან საბერძნეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის”

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას უკვე შემუშავებული აქვს გეგმა, უკრაინიდან საბერძნეთის მოქალაქეების გამოსაყვანად. მას შემდეგ, რაც კრიზების მართვის განყოფილებაში მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, აღნიშნული გეგმის შესახებ გახდა ცნობილი.

დენდიამ აღნიშნა, რომ ეს გეგმა აუცილებლად არის მორგებული უკრაინაში არსებულ პირობებზე და მოუწოდა ბერძნებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფებიან, მუდმივ კონტაქტზე იყვნენ დიპლომატიურ ორგანოებთან და თავი აარიდონ არააუცილებელ მოგზაურობას.

“უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისთან შეთანხმების საფუძველზე, სწრაფად მოვიწვიეთ კრიზისების მართვის სპეციალური სამსახურის სხდომა. ამ შეხვედრის მიზანი იყო იმ ღონისძიებების განხილვა, რომლებიც უნდა განხორციელდეს უკრაინაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დასაცავად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევაქო ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლები კიევში, აღსანიშნავია მათი პროფესიონალიზმი და დიდ მადლობას ვუხდი ასეთ რთულ პირობებში გაწეული სამსახურისთვის.

მომზადდა ევაკუაციის გეგმა საბერძენთის მოქალაქეებისთვის, ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი უკვე დაუკავშირდა შესაბამის ორგანოებს, რომ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები,” აცხადებს დენდია.

 

onalem

ტესტ