fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთის კუნძულზე: ნასვამმა ტურისტებმა ავტობუსი გაიტაცეს და შიშვლები ცეკვავდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ პაროსზე მოხდა. ირკვევა, რომ ჰოლანდიელმა ტურისტებმა გაიტაცეს ავტობუსი, სეირნობდნენ და შიგნით შიშველ მდგომარეობაში ცეკვავდნენ.

პოლიციის ცნობით, ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და გადაწყვიტეს, რომ ამ გზით გართობილიყვნენ.

ნასვამი ჰოლანდიელები პაროსის გარშემო საკმაოდ დიდ ხანს დადიოდნენ, საბოლოოდ, როდესაც მონასტერის ტერიტორიას მიუახლოვდნენ, კერძო დაცვის წევრმა შენიშნა და მაშინვე პოლიციაში დარეკა.

ოფიცრების ადგილზე მობილიზებისას ტურისტები ფანჯრებიდან გადმოცვივდნენ და გაიქცნენ, თუმცა, მოგვიანებით მათ დააკავეს ის ტურისტი, რომელიც ავრობუსს უშუალოდ მართავდა.

ჰოლანდიელი ჩვენების მიცემის შემდეგ, პროკურორის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. ავტობუსში მათ არანაირი ზარალი არ აგმოუწვევიათ.

onalem

ტესტ