fbpx
საზოგადოება

“ბევრი დალია და შემდეგ ტუჩები გაულურჯდა, არ ვიცოდით რა სჭირდა” – 14 წლის გოგონას გარდაცვალების დეტალები

14 წლის გოგონას გარდაცვალებამ კუნძულ სანტორინზე მთელი საბერძნეთი შეძრა. ამ დროისთვის არსებული ერთადერთი ვარაუდით, ის ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა, როგორც ექსპერტი ამბობს, დასკვნების გაკეთება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგების გარეშე ნაადრევია. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ მას ყურადღება არ მიაქციეს და დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბადების დღეზე, სადაც 14 წლის კატერინა გარდაიცვალა, ალკოჰოლს სვამდნენ, სახლში კი უფროსი არავინ იყო, ვინც მათ ყურადღებას მიაქცევდა.

ერთ-ერთმა გოგონამ კატერინას დაკრძალვისას მოჰყვა, თუ რა გააკეთეს მას შემდეგ, როდესაც მოზარდმა გონება დაკარგა:

“დალია და თავბრუ ეხვეოდა. დავაწვინეთ და აღნიშვნა გავაგრძელეთ. შემდეგ მივედით, რომ გვენახა, როგორ იყო და ვნახეთ, რომ ტუჩები გალურჯებული ჰქონდა. გონებაც დაკარგა. არ ვიცოდით, რა სჭირდა. ვიფიქრეთ, რომ სასმლისგან დაემართა. ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა და ამიტომ გავაგრძელეთ წვეულება.”

 

onalem

ტესტ