ბერძენი ჟურნალისტი და მისი მეუღლე პარიზში ერთსა და იმავე დღეს კორონავირუსით დაიღუპნენ
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში საბერძნეთის მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. ჟურნალისტი კრეტადან, მიხალის ფრუდარაკისი, რომელიც პარიზში მუშაობდა, ვირუსით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.
მეორე ტრაგედია ის არის, რომ ამავე დღეს, ჟურნალისტთან ერთად გარდაიცვალა მისი ფრანგი მეუღლეც. მისი სიკვდილის მიზეზიც კორონავირუსი გახდა.
სამწუხარო ამბის შესახებ ჟურნალისტის ძმისშვილი სოციალურ ქსელში წერს.