fbpx
საბერძნეთი

13 ადამიანი, რომელიც საბერძნეთში შემოვიდა და კარანტინი დაარღვია, 5.000 ევროთი დააჯარიმეს

საბერძნეთში ამოქმედებული კანონის მიხედვით, ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოსულმა ყველა პირმა უნდა გაიაროს 14 დღიანი კარანტინი. თითოეულ მგზავრს ევალება შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელშიც უთითებს, თუ სად გაატარებს მომდევნო ორ კვირას. შემდეგ კი ხდება თითოეული მათგანის შემოწმება, რამდენად ასრულებენ მთავრობის მითითებას.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში ჩატარდა 217 შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 13-მა ადამიანმა დაარღვია კარანტინის წესი და გარეთ გავიდა.

დადასტურებული ცნობით, თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 5.000 ევრო დაეკისრა.

onalem

ტესტ