fbpx
კრიმინალი

ტრაგედია ემიგრანტების ოჯახში: მამაკაცმა საკუთარი მეუღლე კამათისას მოკლა

ტრაგიკული ამბის შესახებ, რომელიც ლაკონიაში მოხდა, ბერძნული მედია იუწყება.

საუბარია ემიგრანტ ცოლ-ქმარზე, რომელიც საბერძნეთში წლების მანძილზე ცხოვრობდა და ნათესებში მუშაობდა. ისინი ალბანეთიდან არიან.

ირკვევა, რომ 40 წლის მამაკაცმა პოლიციაში თავად დარეკა და განაცხადა, რომ სერიოზული კამათის შემდეგ, თავი ვეღარ გააკონტროლა და მეუღლე საკუთარი ხელით დაახრჩო.

სახლში მისულმა ოფიცრებმა ნახეს, რომ ქალი უგონო მდგომარეობაში იყო და მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოძახეს. მას შემდეგ კი, რაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი გარდაცვალებაც დადასტურდა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მათ ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ბავშვები უდედოდ დარჩნენ, მამა კი შესაბამისი მუხლით გასამართლდება.

 

onalem

ტესტ