fbpx
საბერძნეთი

შემოდგომის შემდეგ დახურულ სივრცეებში მხოლოდ აცრილები – კიდევ ვის შეეხება სავალდებულო ვაქცინაცია?!

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სტელიოს პეცამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შემოდგომის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეებში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ.

“ჩანს, რომ ეს იქნება რეცეპტი. დახურულ სივრცეებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ კორონავირუსზე სრულად აცრილ პირებს, შემოდგომის შემდეგ.

მომდევნო ეტაპზე მთავრობა განიხილავს აცრის ვალდებულების დაწესებას სარესტორნო სფეროში მომუშავე თანამშრომელთათვის. ეს საკითხი ნამდვილად ღიაა, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მაღაზიებში მხოლოდ აცრილთა დაშვების თემა საერთოდ არ განიხილება. 

ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდმდგომარეობაზე, რადგან თუ შემოდგომაზე ვითარება გართულდება, არ არის გამორიცხული, რომ ვაქცინაციის ვალდებულება შეეხოთ კიდევ რამდენიმე სექტორის წარმომადგენლებს. 

მასწავლებელთა და პროფესორთათვის აცრის ვალდებულების დაწესება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მხოლოდ ის ვიცით, რომ ლოგიკას შეესაბამება ზამთარში დაუხურულ სივრცეებში მხოლოდ ვაქცინირებულთა შეშვება და დიდი ალბათობით, ასე მოხდება,” განაცხადა პეცამ.

onalem

ტესტ