fbpx
კრიმინალი

საზარელი დანაშაული საბერძნეთში: ალბანელი წყვილი და მათი ორი შვილი სახლში დახოცილები იპოვეს

დანაშაულის სისასტიკე, რომელიც ანდრავიდაში მოხდა, ენით აღუწერელია. მოკლულია ცოლ-ქმარი და მათი ორი შვილი, 2 და 3 წლის ბავშვები. ამბის კიდევ ერთი ტრაგიკული მხარე კი ის არის, რომ ისინი ოჯახის მესამე შვილმა, 12 წლის ბიჭმა იპოვა.

პოლიციის ინფორმაციით, ოჯახის ყველა წევრი ალბანეთის მოქალაქეა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ქალი და შვილები მამაკაცმა დახოცა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ აღნიშნული ვარაუდი გაქარწყლდა გამოძიების მსვლელობის დროს. ირკვევა, რომ ქალისა და მამაკაცის ცხედრები სახლის საწყობში იპოვეს, 3 წლის ბავშვის ცხედარიც მათთან ახლოს, ხოლო მეორე, 2 წლის ბავშვის უსულო სხეული სახლის შიდა ტერიტორიაზე ნახა 12 წლის ბიჭმა. ასევე ნაპოვნია იარაღის ვაზნები.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დამნაშავემ ოჯახი დახოცა და შემდეგ ცხედრების გაქრობა სცადა, მაგრამ თავისი ბნელი გეგმის შესრულებაში 12 წლის ბავშვის სახლში გამოჩენამ შეუშალა ხელი და ადგილიდან მიიმალა.

პოლიცია ამ დროისთვის ეძებს გარდაცვლილი ქალის პირველ მეუღლეს, რომელიც მუდმივად ლუტრაკში ცხოვრობს. თუმცა, ცხადია, გამოძიება განიხილავს სხვა ვარაუდებსაც, ეჭვმიტანილთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ 12 წლის ბიჭი ქალის პირველი ქორწინებიდან არის და მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მასთან პროფესიონალი ფსიქოლოგი იმუშავებს, ვინაიდან უნდა დადგინდეს ზუსტი გარემოებები, ასევე, მისი ურთიერთობები მამინაცვალთან და ოჯახის სხვა წევრებთან.

onalem

ტესტ