fbpx
პოზიტივი

პლასტირას დათოვლილი ტბა – საოცარი ფოტოები კარდიცადან

პლასტირას დათოვლილი ტბის ნახვა უდიდესი სიამოვნებაა, თუნდაც, ფოტოების საშუალებით. ეს არის ადგილი, რომელსაც სილამაზით ალპებსაც კი ადარებენ. კარდიცაში მდებარე ტბა, რომელიც 400 მილიონ კუბურ მეტრ წყალს იტევს, ზაფხულში განსაკუთრებულ ხიბლს იძენს.

პლასტირა ხელოვნური ტბაა და მისი ოფიციალური სახელი ტავროპოა. ის შეიქმნა 1959 წელს, კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, იქ, სადაც იწყება ტავროპოს მდინარე. ტბის შექმნის იდეა ეკუთვნოდა პოლიტიკოსსა და სამხედრო პირს, გენერალ, ნიკოლაოს პლასტირას.

როდესაც გენერალი 1935 წელს საკუთარ ქალაქს ეწვია, იქაურობა კატასტროფულად იყო დატბორილი, ძლიერი წვიმის გამო, სწორედ მაშინ თქვა, რომ ეს ადგილი ერთ დღეს ტბა გახდებოდა და ასეც მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ